ავტო დაზღვევა სავალდებულო გახდება?

ამ თემაზე საუბარი, რამდენიმე წელია აქტიურად ხდება საქართველოში, თუმცა ჯერ კიდევ ვერა და ვერ „დაადგა საშველი“.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალმხრივი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს, როგორც უსაფთხოების, ასევე ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესიშიც.

ხალხის ნაწილისთვის, ეს უბრალოდ ზედმეტი ხარჯია, რაც შეიძლება ზერელე დამოკიდებულებას მივაწეროთ, ამიტომ, ვეცდები აღვწერო მისი ძირითადი უპირატესობები:

  • დავიცავთ საზოგადოების უფლებებს და უსაფრთხოებას: წარმოიდგინეთ, დაგარტყა მანქანამ, არ არის თანახმა თანხის გადახდაზე, იძახებ პატრულს, პროცესი იწელება თვეები, მერეც, ან ამოიღებ, ან არა
  • მშვიდად იქნებიან ის მძღოლებიც, რომლებმაც სხვები დააზარალეს და ავტომატურად, თავადაც დაზარალდნენ გაუთვალისწინებელი ხარჯებით
  • მნიშვნელოვანი ფაქტორია და წინ გადადგმული ნაბიჯი, ევროპული სტანდარტებისკენ
  • ხანდახან ადამიანები ვერ აცნობიერებენ დაზღვევის მნიშვნელობას, ვერც იმას, რომ რეალურად დაზღვევა უფრო იაფი გამოდის, ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა ხარჯი, პატარა შემთხვევაზეც კი

ბუნებრივია, ამ ამბავსაც ჰყავს კრიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯერ საგზაო ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი.

საზოგადოების მენტალური ზრდაც საჭიროა:

  • ღვედს ნუ გაიკეთებ, აქ არავინ გვნახავს (თითქოს შიშის გამო უნდა ვიკეთებდეთ და არა უსაფრთხოების)
  • საჭესთან ალკოჰოლის მიღება
  • საწინააღმდეგო ზოლში გადაადგილება
  • დარღვევებით მოპოვებული „კაი ტიპობა“
  • სწრაფი სიარულის წახალისება, მეგობრების მიერ

თუმცა, დაზღვევა, ასეც და ისეც - აუცილებელია და ლოგიკურად, საზოგადოების ზრდის პროცესსაც დააჩქარებს.

და რაც მთავარია: დაზღვევის აუცილებლობაზე ყველა ვთანხმდებით, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საკითხში...

ჰოდა დროა!

დროა ყველა გაერკვიოს, ჯერ სავალდებულო წესით დაეზღვიონ, ხოლო შემდგომში, ნელნელა მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი მათივე სასიკეთოდ გაკეთდა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერ სავალდებულო დაზღვევის შემოღებას და გთხოვთ, დიდ ხანს ნუ გვალოდინებთ!

2019-02-22
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?